სასწავლო პროგრამა საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი

 (საქმიანი წრეების წარმომადგენლებისთვის)

 

სწავლების მიზანია ხელი შეუწყოს მსმენელთათვის იმ აქტუალური თემების გაცნობას, რომლებსაც ეფუძნება  თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვა და ევროკავშირის მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის „ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა” და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში.

სწავლების პროცესში განხილული იქნება ისეთი აქტუალური თემები, როგორიც არის: საქართველოს მონაწილეობა  ევროკავშირის პოლიტიკაში; საბაზრო ეკონომიკის გაძლირებისკენ მიმართული შიდასახელმწიფოებრივი რეფორმები; ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის და მოდერნიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები; კარგი მმართველობა, მათ შორის საგადასახადო სფეროში;  სავაჭრო ინტეგრაცია და გაღრმავებული ეკონომიკური თანამშრომლობა; სიღარიბის შემცირება; ვაჭრობის და ინვესტიციების განვითარებისათვის ახალი გარემოს შექმნა;   კონკურენციის წახალისება და სხვა საკითხები – რაც აუცილებელია ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისთვის და ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოში შესაბამისი ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას.

 

ლექტორიუმების და საჯარო ლექციების თემატიკა
სასწავლო პროგრამა ზუსტდება მსმენელთა მოსაზრებების გათვალისწინებით.

 

I. პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში
  1. თემა – პოლიტიკური დიალოგის მიზნები;
  2. თემა – შიდასახელმწიფოებრივი რეფორმა;
  3. თემა – საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა;
  4. თემა – ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

II. თავისუფლება, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება
  1. თემა – კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემა;
  2. თემა – პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
  3. თემა – თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში; პირთა გადაადგილება და რეადმისია;
  4. თემა – ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
  5. თემა – თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში;
  6. თემა – სამართლებრივი თანამშრომლობა.

III. ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები
  1. თემა – ეროვნული რეჟიმი და საქონლისათვის ბაზრის ხელმისაწვდომობა;
  2. თემა – იმპორტზე საბაჟო გადასახადების გაუქმება;
  3. თემა – გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო გადამუშავებული პროდუქტებისთვის;
  4. თემა – საბაჟო გადასახადები ექსპორტზე;
  5. შეზღუდვები იმპორტსა და ექსპორტზე.

 

საკითხი 1. ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია და შესაბამისობის შეფასება

  1. თემა – ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმების დამტკიცება;
  2. თემა – ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების დაახლოება;
  3. თემა – შეთანხმება სამრეწველო პროდუქციის შესაბამისობის შეფასებასა და აღიარებაზე (ACAA); ნიშანდება და ეტიკეტირება.

 

საკითხი 2. სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები

  1. თემა – ცხოველთა ჯანმრთელობის, მავნებელთა მდგომარეობისა და რეგიონალური პირობების აღიარება ვაჭრობის მიზნებისთვის.

 

საკითხი 3. საბაჟოსა და   ვაჭრობის ხელშეწყობა

  1. თემა – ურთიერთობები ბიზნეს სექტორთან;
  2. თემა – მოსაკრებლები და გადასახდელები;
  3. თემა – საბაჟო ღირებულების განსაზღვრა.

 

საკითხი 4. მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია

  1. თემა – საფოსტო და საკურიერო მომსახურება;
  2. თემა – ლიცენზიები;
  3. თემა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები და მომსახურება;
  4. თემა – ფინანსური მომსახურება;
  5. თემა – კლირინგისა და საგადახდო სისტემები;
  6. თემა – სატრანსპორტო მომსახურება;
  7. თემა – საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტი;
  8. თემა – საჰაერო ტრანსპორტი;
  9. თემა – ელექტრონული კომერცია;
  10. თემა – საშუამავლო მომსახურების გამოყენება;
  11. თემა – საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობა;
  12. თემა – საგადასახადო ზომები

 

საკითხი  5. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები 

  1. თემა – სასაქონლო ნიშნები;
  2. თემა – გეოგრაფიული აღნიშვნები;
  3. თემა – დიზაინი;
  4. თემა – პატენტები და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა;
  5. თემა – ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულება.

 

საკითხი 6. კონკურენცია

  1. თემა – ანტიტრასტული და შერწყმების მარეგულირებელი კანონმდებლობა და მისი განხორციელება;
  2. თემა – სახელმწიფო მონოპოლიები, სახელმწიფო საწარმოები და საწარმოები სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებებით;
  3. თემა – სუბსიდიები.

 

საკითხი 7. ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში

  1. თემა – ტრანზიტი;
  2. თემა – გამჭვირვალობა.

 

საკითხი 8. ვაჭრობა და მდგრადი განვითარება

  1. თემა – მრავალმხრივი შრომითი სტანდარტები და შეთანხმებები;
  2. თემა – მრავალმხრივი გარემოსდაცვითი მმართველობა და შეთანხმებები;
  3. თემა – ბიომრავალფეროვნება;
  4. თემა – ტყის მდგრადი მართვა და ხე-ტყის ნაწარმით ვაჭრობა;
  5. თემა – თევზის პროდუქტით ვაჭრობა;

IV. ეკონომიკური თანამშრომლობა
  1. თემა – ეკონომიკური დიალოგი;
  2. თემა – საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი;
  3. თემა – დაბეგვრა;
  4. თემა – სტატისტიკა.

V. თანამშრომლობა სექტორული ეკონომიკის სფეროებში
  1. თემა – ტრანსპორტი;
  2. თემა – თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში;
  3. თემა – გარემოს დაცვა;
  4. თემა – სამრეწველო საწარმოების პოლიტიკა და  სამთო-მოპოვებითი საქმიანობა;
  5. თემა – კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი და კორპორაციული მმართველობა;
  6. თემა – ფინანსური მომსახურება;
  7. თემა – თანამშრომლობა საინფორმაციო საზოგადოების სფეროში;
  8. თემა – ტურიზმი;
  9. თემა – სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება;
  10. თემა – მეთევზეობა და საზღვაო მმართველობა;
  11. თემა – საზღვაო პოლიტიკა;
  12. თემა – თანამშრომლობა კვლევის, ტექნოლოგიების განვითარებისა და დემონსტრირების სფეროში;
  13. თემა – მომხმარებელთა პოლიტიკა;
  14. თემა – დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები;
  15. თემა – რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე;

VI. ფინანსური დახმარება და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა
  1. ფინანსური დახმარება;
  2. თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა და კონტროლის გაძლიერება