აკადემიური პრემია


 

კონკურსის დებულება

გამოჩენილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის, ქიმიის და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის საპატიო მოქალაქის, დავით სარჯიშვილის სახელობის აკადემიური პრემიის მინიჭების შესახებ

 

  1. გამოჩენილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის, ქიმიის და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, დავით სარჯიშვილის სახელობის აკადემიური პრემია დაწესებულია პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით.

პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ეკონომიკური პროფილის საჯარო დაწესებულებებსა და ბიზნესის სფეროში მომუშავე მოხელეებს,  მენეჯერებსა  და სპეციალისტებს საუკეთესო მეცნიერული ნაშრომისათვის ეკონომიკის,  მენეჯმენტის და ადმინისტრირების დარგში, განსაზღვრული პერიოდულობით, ანიჭებს გამოჩენილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის სახელობის აკადემიურ პრემიას 3000 ლარის ოდენობით.

  1. პრემიის მინიჭება ხდება პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის მიერ, 11 ნოემბერს, დავით სარაჯიშვილის დღესთან (დაწესებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 14 აპრილის № 431 განკარგულებით) დაკავშირებით.
  2. პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, დავით სარაჯიშვილის დღემდე (11 ნოემბერი) არანაკლებ ოთხი თვით ადრე, პრესაში აქვეყნებს სათანადო განცხადებას, ხოლო მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთ თვეში დღიდან განცხადების გამოქვეყნებისა.
  3. პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ცალკეულ ავტორთა შრომები.

კოლექტიურ ნაშრომებში პრემია მიეცემა ხელმძღვანელებს და ძირითად ავტორებს, რასაც დაადგენს წარმომდგენი ორგანიზაცია და აკადემიის საექსპერტო კომისია.

პრემიის გაყოფა ორ ან მეტ მაძიებელს შორის სხვადასხვა ნაშრომისათვის დაუშვებელია.

  1. პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს სამეწარმეო სფეროს მიკუთვნებულ ორგანიზაციაში, საქართველოს საჯარო, სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს სასწავლებელსა და სხვა დაწესებულებებში, ან ბიზნესის სფეროში დასაქმებულ ცალკეულ პირთა მიერ.
  2. პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს წინა ხუთ წელიწადში გამოცემული შრომები, მაგრამ არა უგვიანეს ექვსი თვისა განცხადების გამოქვეყნებამდე.
  3. ნაშრომი, რომელსაც მიენიჭა სახელმწიფო ან რომელიმე სხვა სამეცნიერო პრემია, დავით სარაჯიშვილის სახელობის აკადემიური პრემიის მოსაპოვებლად არ მიიღება.

ერთსა და იმავე პირს პრემია განმეორებით არ მიეცემა.

  1. იმ ოპგანიზაციებმა ან ცალკეულმა პირებმა, რომლებმაც პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატი წამოაყენეს, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი მასალა წარწერით `დავით სარაჯიშვილის სახელობის აკადემიური პრემიის მოსაპოვებლად~:

ა)  დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს ნაშრომის

მეცნიერულ დახასიათებას და განმარტავს, თუ რა მნიშვნელობა

აქვს მას  მეცნიერებისა და ქვეყნის განვითარებისათვის;

ბ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი ორ ცალად და ციფრული ვერსია, ჩაწერილი ლაზერულ ფირფიტაზე;

გ) მონაცემები ავტორის შესახებ (ძირითად სამეცნიერო შრომათა

და გამოგონებათა ნუსხა, სამუშაო ადგილი და დაკავებული

თანამდებობა, ბინის მისამართი);

დ) ცნობა იმის შესახებ, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს

ადრე არ ჰქონია  მინიჭებული ამ დებულების მე-7 მუხლით

გათვალისწინებული პრემია.

  1. საკონკურსოდ შემოსული ყველა ნაშრომის მეცნიერულ შეფასებას იძლევა და პრემიის მისანიჭებლად კანდიდატებს რეკომენდაციას უწევს საექსპერტო კომისია, რომელიც ყოველი კონკურსისათვის შეიქმნება პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან.
  2. პრემიის მოსაპოვებლად სათანადო მასალების შემოსვლის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, პრეზიდიუმის სხდომაზე დასამტკიცებლად წარადგენს საექსპერტო კომისიის შემადგენლობას.
  3. საექსპერტო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებას რეკომენდაციის შესახებ ღებულობს ფარული კენჭისყრით.

გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობამ.

  1. საექსპერტო კომისია, ერთი თვით ადრე პრემიის მინიჭებამდე, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიას განსახილველად წარუდგენს სათანადო მასალებს კონკურსის ჩატარების თაობაზე.
  2. პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ორი კვირის ვადაში განიხილავს საექსპერტო კომისიის რეკომენდაციას და კენჭს უყრის პრემიის მოსაპოვებლად შემოსულ ყველა შრომას.
  3. პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პრემიის მინიჭების შესახებ, თუ სხდომას ესწრება პრეზიდიუმის წევრთა სიითი შემადგენლობის ორი მესამედი მაინც. პრეზიდიუმი გადაწყვეტილებას ღებულობს ფარული კენჭისყრით. პრემია მიენიჭება იმ შრომას, რომელიც მიიღებს პრეზიდიუმის სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობას, მაგრამ ნახევარზე მეტს.
  4. საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებას პრემიის მინიჭების შესახებ ამტკიცებს პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა პრეზიდიუმის სიითი შემადგენლობის უმრავლესობამ.
  5. პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია პრესაში აქვეყნებს ცნობას პრემიის მინიჭების შესახებ.
  6. პრემიით დაჯილდოებული შრომის ავტორს, პრეზიდიუმის მიერ სათანადო დადგენილების მიღების Dშემდეგ მიეცემა ფულადი ჯილდო, ხოლო დიპლომი, დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ავტორს გადაეცემა პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების სხდომაზე.
  7. მასალები იმ ნაშრომთან ერთად, რომელსაც პრემია მიენიჭა, ინახება პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივში.

ნაშრომები, რომელთაც პრემია არ მიენიჭათ, დადგენილი წესით, იბეჭდება სამეცნიერო ჟურნალში ,,ქართული პოლიტიკა’’ ან, უბრუნდება ავტორებს.

 

პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი


 
დავით სარაჯიშვილის ბიოგრაფია  
 


 
დიპლომი