2000 წლის მარტში, ლისაბონში შეკრებილმა ევროპის საბჭომ აღიარა, რომ ევროპა,  გლობალიზაციის გამოწვევის და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ზრდის წინაშე დგას. აქვე, საბჭომ, დასახა ახალი სტრატეგიული ამოცანა: შექმნილიყო  მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად ეკონომიკურ ზრდას და უფრო მეტ, გაუმჯობესებულ სამუშაო ადგილების შექმნას. ევროპის საბჭომ  მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, ჩამოეყალიბებინათ ევროპული ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავდა მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის აუცილებელ ,,ახალ საბაზისო უნარ-ჩვევებს’’.

იმის აღიარება, რომ სწორედ  განათლებული მეწარმეა  ევროპის შემდგომი ეკონომიკური ზრდის და დასაქმების ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა, შემდგომშიც არაერთხელ გაჟღერდა. 2009 წელს,  ევროპის საბჭომ, თავის წევრ ქვეყნებს, საქმიანი ადამიანების განათლების და უნარ-ჩვევების განვითარებისთვის საჭირო ინვესტირების გაზრდისკენ მოუწოდა.

ბარსელონის მოწვევის საბჭოს დასკვნებმა, ინფორმალურ განათლებაში საერთო ევროპული მიდგომის დანერგვის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. განსაკუთრებით, ყურადღება გამახვილდა ციფრულ წიგნიერებაზე.

ევროპული თანამეგობრობის ამ ინიციატვების  თანახმად, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლასთან თანამშრომლობით შეიმუშავა ინფორმალური ეკონომიკური განათლების სისტემა, რომელმაც მნიშვნელოვანი  წვლილი უნდა შეიტანოს,  როგორც სექტორული ეკონომიკის სფეროში დასაქმებული საჯარო მოხელეების, ისე ,,საქმიანი ადამიანების’’ – ბიზნესმენების (მეწარმეების) მომზადებაში –  მთელი სიცოცხლის მანძილზე მათი სწავლების გზით.

ამ პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზებას, რომლის თემატიკა საქართველო – ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების სულისკვეთებიდან გამომდინარეობს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქართველი ბიზნესმენების ევროპასთან ინტეგრირების პროცესს.

იხილეთ ბმული: ,,სასწავლო პროგრამა – ,,საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი’’.