კ

,,ბიზნეს-გარემო  2015’’ 

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭო, პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიასთან  და ქვეყნის წამყვან ბიზნეს -გაერთიანებებთან ერთად ატარებს  ექსპერტთა გამოკითხვას რომლის მიზანია: წინასწარ შემუშავებული ერთიანი კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებს და ფართო საზოგადოებრიობას პერმანენტულად მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური გარემოს (ბიზნეს-გარემოს) გაუმჯობესების მხრივ არსებული მდგომარეობის შესხებ  

საზოგადოებრივ ექსპერტთა შემადგენლობა ყალიბდება: ეკონომიკის დარგში სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში ხანგრძლივად და ნაყოფიერად მომუშავე ავტორიტეტული პირებისაგან; საქართველოს პარლამენტის წევრთაგან; ცნობილ მკვლევართაგან: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, მსოფლიოს სხვა ქვეყნების აკადემიების ნამდვილ და საპატიო წევრთაგან; ავტორიტეტულ სამეცნიერო, სასწავლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-შემოქმედებითი კავშირების სტრუქტურების ხელმძღვანელთაგან; იმ ბიზნესმენთაგან, რომლებმაც თავი ისახელეს წარმოებული პროდუქციით (მომსახურებით) საერთაშორისო თუ ეროვნულ კონკურსებში გამარჯვებებით; საქართველოში მცხოვრებ უცხოელ ექსპერტთაგან;  ავტონომიური რესპუბლიკების, დედაქალაქის, ქალაქებისა და რაიონების წარმატებულ ბიზნესმენთაგან და სხვ.

კითხვარის შევსების წესი: იმის გათვალისწინებით, რომ კითხვარი, ქვეყანაში გაწეული ეკონომიკური და მასთან დაკავშირებული საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და საკმაოდ მოცულობითია, ექსპერტს შეუძლია უპასუხოს როგორც ერთ, ისე რამოდენიმე ან ყველა შეკითხვას.

მთავრია ობიექტური შეფასება მიეცეს იმ სფეროში გაწეულ საქმიანობას, რომელსაც ექსპერტი კარგად იცნობს. საზოგადოებრივ ექსპერტთა გამოკითხვა ხორციელდება თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.

შედეგები: კვლევის შედგები  წარედგინება საქართველოს პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო  და  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებს და განხილვისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების შემდგომ გამოქვეყნდება  სოციალურ ქსელებში

 

კ ი თ ხ ვ ა რ ი
საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური გარემოს (ბიზნეს-გარემოს) შესასწავლად


I. ეკონომიკური და ფულად – საკრედიტო  პოლიტიკა

II. დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკა

III. საგარეო – ეკონომიკური ურთიერთობები

IV. სახელმწიფო კონტროლი

V. სოციალური სფერო

VI. ეკონომიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოება

VII. რეგიონული ეკონომიკა

VIII. სამართლებრივი საკითხები

IX. სახელმწიფო მმართველობა